08:33 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
257 0 0

საქართველოს ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი ციხეში არ დაბრუნდება მაშინაც კი, თუ მას კიდევ ერთ საქმეზე დამნაშავედ ცნობენ

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხეში არ დაბრუნდება მაშინაც კი, თუ მას ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე ახალ საბრალდებო განაჩენს გამოუტანენ.

კალაძე: მერაბიშვილის გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა >>

ვანო მერაბიშვილი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ექვს გახმაურებულ საქმეზე. ხუთ საქმეზე მან საპატიმროში საერთო ჯამში 6 წელი და 9 თვე გაატარა. ციხიდან იგი ხვალ გამოდის. კიდევ ერთი საქმე, რომელიც 2007 წლის ნოემბერში აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას ეხება, ჯერ კიდევ სასამართლოში იხილება.

როგორც იურისტმა განმარტა, მერაბიშვილმა უკვე მოიხადა სასჯელი „უფლებამოსილების გადამეტებისთვის“. ამიტომ იურიდიულად მას ახალი ვადა არ ემუქრება.

თუ მერაბიშვილს „იმედის“ საქმეზე 6 წელსა და 9 თვეზე ნაკლებს მიუსჯიან, ეს სასჯელი ანულირებული იქნება, ვინაიდან ეს ვადა მას მოხდილი აქვს.

 „ამ ეტაპზე ციხეში მერაბიშვილის ხელმეორედ გაგზავნის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან ანალოგიურ საქმეზე ვანო უკვე იჯდა. სულ სასჯელი მოიხადა ხუთ საქმეზე, მეექვსე საქმეზე კი, დამნაშავედაც რომ ცნონ, იმაზე მეტს ვერ მიუსჯიან, რამდენიც მოიხადა“, - აღნიშნა ჩივიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, როგორც ჩივიაშვილმა განაცხადა, მერაბიშვილი საპატიმროში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მის წინააღმდეგ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ სხვა მუხლით.

 „იმედის“ საქმე 2014 წლის ივლისში გაიხსნა. ის შედგება 103 ტომისგან, იკითხება ასობით მოწმე, ამის გამო სასამართლო სხდომები ამ დრომდე არ არის დასრულებული.

ამ საქმეზე მერაბიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. გამოძიების მონაცემებით, 2007 წლის ნოემბრის აქციის მონაწილეთა დარბევის მიზნით ღონისძიებები მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა.

მერაბიშვილის გარდა, საქმეზე გადიან საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც თავშესაფარი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მიიღო, ბიზნესმენი და ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი, ასევე თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

სწორედ უზენაესი სასამართლოს ამასწინანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე დააბრუნეს უგულავა ციხეში, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ მერაბიშვილსაც იგივე ბედი ელოდა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ბრალდებით მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა 2011 წლის აქციის დარბევისთვის. 2014 წელს მას ამ საქმეზე ოთხ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მთავარი თემები