კალაძე: მერაბიშვილის გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა  და ქვეყნის ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილზე საუბრობს.
კალაძე: მერაბიშვილის გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა
„არ ვიცი,  თვითონ რა აქვს გადაწყვეტილი ვანო მერაბიშვილს. თუ სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, ეს მისი გადასაწყვეტია და მისგან უნდა მოვისმინოთ. თუმცა, ამ ადამიანმა მოიხადა თავისი სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და გამოდის უკვე. გააგრძელებს როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრებას, თუ სად და რა მიმართულებით, ეს მისი გადასაწყვეტია“, - ამბობს კალაძე.

მერაბიშვილი პატიმრობაში 2013 წლიდან იმყოფება. ის სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. მას პატიმრობის ვადა 2020 წლის 20 თებერვალს  ეწურება.

ყველა ახალი ამბავი
0