მარია ზახაროვა: რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზახაროვას აზრით, საქართველოში არაერთი პროვოკატორი მოქმედებს, რომლებიც „მომენტისა და შესაძლებლობის მიხედვით ცდილობენ თავიანთი ანგარებიანი ინტერესების გადაჭრას“.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი არ უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩასვლითა თუ არჩასვლით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიო Комсомольская правда-ს ეთერში. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს სხდომაზე თბილისში ჩამოვა

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისს 14-15 მაისს დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ეწვევა, მაგრამ რა შემადგენლობით, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციამ უკვე დააანონსა საპროტესტო აქციები, თუ რუსული დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღმოჩნდება. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის უმასპინძლოს რუსულ დელეგაციას და „ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას“. საუბარია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონზე, რომლის თანახმადაც აკრძალულია აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ან იქ შესვლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე. აღნიშნული დარღვევა ისჯება სოლიდური ჯარიმით ან ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთით.

„გეთაყვა, გაიგეთ, რომ რუსეთი საქართველოს აღიქვამს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს — თავისი ინტერესებით. ამასთან, რუსეთსაც ესმის, რომ მასაც აქვს თავისი ინტერესები. ეს ერთი. და მეორეც: სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი არ უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩასვლითა თუ არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე ვერ არის“, — განაცხადა ზახაროვამ.

მისი აზრით, საქართველოში არაერთი პროვოკატორი მოქმედებს, რომლებიც „მომენტისა და შესაძლებლობის მიხედვით ცდილობენ თავიანთი ანგარებიანი ინტერესების გადაჭრას“. 

კალაუბანი - Sputnik საქართველო
ელიან თუ არა საქართველოში რუსეთის დელეგაციას – ოფიციალური თბილისი გამოსავალს ეძებს

„საჭიროა ამის გაგება. როდესაც ამას გააცნობიერებენ, შესაძლოა, მეტად აღარ მისცენ ნება ადამიანებს, პროვოკაციებით ითამაშონ“, — განაცხადა მან.

ზახაროვას თქმით, საქართველო და რუსეთი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გადასულიყვნენ მაქსიმალურად გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე.

„უკვე ყველაფერი მზად იყო, რომ არა ის პროვოკატორული ისტორია, რომელიც თბილისში საკუთარი სახელმწიფოს გულწრფელად მოძულე ადამიანებმა გაითამაშეს“, — ხაზი გაუსვა ზახაროვამ.

საქართველოსა და რუსეთს შორის ამ დროისათვის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

საქართველო 2019 წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მაისში პირველად უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა და წელიწადში ერთხელ იკრიბება.

ყველა ახალი ამბავი
0