თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. რუსეთის დელეგაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისში ჩამოვა, რათა მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
ღონისძიება ევროპის საბჭოს ხაზით საქართველოს დედაქალაქში 14-15 მაისს ჩატარდება.
„ჩვენ ვალდებული ვართ" – საქართველოს პრეზიდენტი მზადაა გაზაფხულზე რუსეთის დელეგაცია მიიღოს>>
„რუსეთი მონაწილეობას მიიღებს. ვინ წავა – ეს უფრო საღვთისმეტყველო საკითხია", – ციტირებს კარასინს РИА Новости.
სიტუაციას თბილისში ევროსაბჭოს თათბირის ჩატარების გამო შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით მან „ხელოვნური პრობლემა“ უწოდა.
უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისი მზადაა მიიღოს რუსული დელეგაცია და ამ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველო მზადაა საკუთარ კანონმდებლობას გადააბიჯოს.
საუბარია კანონზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლის თანახმად, თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლა უკანონობაა და ისჯება ან დიდი ფულადი ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
რუსეთის საგარეო უწყება: მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ჟენევის დისკუსიებს>>
ამჟამად დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.