04:02 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (609)
49 0 0

გრიგორი კარასინის თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეები აპირებენ მშვიდად და კონსტრუქციულად განიხილონ, რომელ სფეროებშია შესაძლებელი ურთიერთობების დალაგება.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მარტში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ზურაბ აბაშიძესთან საუბარი იქნება მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების შესაძლო განვითარებაზე, თუმცა ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სენატორმა გრიგორი კარასინმა. 

„აბაშიძესთან შეხვედრა მარტში იგეგმება. ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი განვითარება რთულ პირობებში, როდესაც საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, როდესაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები“, — თქვა სენატორმა. 

კარასინის თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეები აპირებენ მშვიდად და კონსტრუქციულად განიხილონ, რომელ სფეროებშია შესაძლებელი ურთიერთობების დალაგება. 

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, კარასინმა უპასუხა, რომ ეს „მსჯელობისა და მოლაპარაკებების საგანია“.

 

თემები:
რუსეთი დღეს (609)

მთავარი თემები