თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუს სენატორს გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა პრაღაში მარტის დასაწყისში გაიმართება, ამის შესახებ აბაშიძემ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში განაცხადა.
აბაშიძისა და კარასინის წინა შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართა.
„ჩვენი დღის წესრიგის მიხედვით ვისაუბრებთ. ესაა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტის პრობლემები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები", – განაცხადა აბაშიძემ.
მხარეები ასევე იმსჯელებენ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, რომელიც 2019 წლის ივლისში შეწყდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლამ თბილისში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია. ამის საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისს ფრენები შეწყვიტა.
ცნობილია, როდის შეიძლება აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის>>
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ამჟამად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.