„რესურსი არის" – საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან შეთანხმება სურს

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები? მმართველ პარტიას და ოპოზიციას არცთუ მარტივი მოლაპარაკებები ელოდებათ.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ.

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
ყველა ერთის წინააღმდეგ: ქართული ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს წამოაყენებს

მმართველი პარტია და 30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია უცხოელი დიპლომატების შუამდგომლობით საარჩევნო სისტემის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ. ყველაზე სადავო საკითხი – 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების ჩატარების ფორმაა. მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს შეჩერდა "ქართული ოცნების" წინადადებაზე – ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირების შესახებ.

„მთლიანობაში კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის პასუხი კონსტრუქციული იქნება, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს მივაღწიოთ შეთანხმებას. ვფიქრობ, ამისთვის რესურსი არის. მთავარი ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომის არსებობაა", – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
კრიტიკა პრობლემა არაა: საქართველოს რეაქცია აშშ-ის კონგრესმენების წერილზე

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში 73 მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში, 77 კი პარტიული სიებით აირჩევა.

აღნიშნული სისტემა მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელიც თვლის, რომ „ქართული ოცნება" თავისი გავლენის გამოყენებით ყველა მაჟორიტარულ ხმას მიიღებს და ოპოზიციის ჯამურ რაოდენობასთან შედარებით საზოგადოების მხრიდან დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

კომპრომისის სახით მმართველმა პარტიამ დეკემბერში ოპოზიციას მაჟორიტარების რაოდენობის 50-მდე შემცირება შესთავაზა, თუმცა ოპოზიცია, რომელსაც ამ საკითხში გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის შესაცვლელად ხმები არ ჰყოფნის, მოითხოვს, რომ პარლამენტში ადგილები მხოლოდ ამომრჩეველთა მიერ პარტიებისა და ბლოკების მხარდაჭერის პროპორციულად განაწილდეს.

ყველა ახალი ამბავი
0