სკანდალური გასაუბრება ირაკლი შოთაძესთან

© The Prosecution Service of Georgiaირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილ გენპროკურორთან ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება საპროკურორო საბჭოში მისი რეზონანსული აღიარებით დასრულდა.

გენპროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა და სისხლის სამართლის კოლეგიას ჩაუდგა სათავეში. გენპროკურორის პოსტზე პრეტენზიას 20 კანდიდატი აცხადებს. ყველა მათგანმა უნდა გაიაროს გასაუბრება საპროკურორო საბჭოში.

ირაკლი შოთაძემ, რომელიც გენპროკურორის თანამდებობას 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა, თანამდებობა საზოგადოების ზეწოლის ფონზე დატოვა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეების მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
ვინ გახდება საქართველოს გენერალური პროკურორი? – კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

წელს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ირაკლი შოთაძე კვლავ წარადგინა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

მანამდე კი შოთაძეს პრეტენზიებს ასევე უყენებდნენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, აგრეთვე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.

გარდა ამისა, მის სახელს ახსენებდნენ ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტში. კერძოდ, TBC Bank-ის დამფუძნებელი, ახლა კი პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გასული წლის სექტემბერში ამტკიცებდა, რომ შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ესწრებოდა მის შეხვედრას მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან. ხაზარაძემ ამ შეხვედრას „პატარა სასამართლო“ უწოდა. მაშინ ხელისუფლებამ ხაზარაძის ამ განცხადებას ტყუილი და ჭორი უწოდა.

სკანდალური აღიარება

გასაუბრებაზე შოთაძემ აღიარა, რომ ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა, მაგრამ ის მას „სასამართლოს ვერ უწოდებდა“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყოფილი გენპროკურორი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია

„მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო [ივანიშვილი], ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი“, – აღნიშნა შოთაძემ საპროკურორო საბჭოზე.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ შეხვედრა მეგობრულ გარემოში გაიმართა და მხარეები კმაყოფილი დარჩნენ.

შოთაძის აღიარებით კმაყოფილი დარჩა მამუკა ხაზარაძეც.

„მივესალმებით, რომ ირაკლი შოთაძემ შეხვედრაზე დასწრების ფაქტი აღიარა. მეორე მხრივ, ეს ადასტურებს განცხადებას, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

რატომ დაბრუნდა

შოთაძე არ მალავს, რომ გენპროკურორის პოსტზე დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, თუმცა არ ნანობს, რომ 2018 წლის მაისში გადადგა.

„მე პირადად არანაირი მოტივაცია არ მქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა და რაიმე სამსახურებრივი უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა. სწორედ ამის საჩვენებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასევე ამის მიზანი იყო ის, რომ გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი ამ საქმეზე, საქმე წასულიყო სამართლებრივი გზით და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა ამის შესაძლებლობა და დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, მისი გენერალურ პროკურორად ხელახალი არჩევით შესაძლებელი გახდება სარალიძის მკვლელობის საქმის ბოლომდე მიყვანა.

პრეტენზიები და მხარდაჭერა

შოთაძის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდიან როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. გასაუბრების დღეს „დამოუკიდებელი იურისტების“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებმა გენერალური პროკურატურის შენობასთან მისი შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც გამართეს.

საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევნები: ახალი საბაბი სკანდალისთვის >>

მმართველ პარტიაში კი შოთაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან კენჭი უყარონ, თუ მას საპროკურორო საბჭო პარლამენტში წარსადგენად შეარჩევს. გენერალური პროკურორის დამტკიცება ამ სესიაზე იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0