23:02 21 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0515
  • 100 RUB4.4316
  • USD2.8265
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1129)
49 0 0

სამშაბათს PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა რუსული დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურების რეკომენდაცია გასცა

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. PACE-ს მონიტორინგის კომისიამ უარყო რეზოლუციაში შესატანი ანტირუსული ცვლილებების უმრავლესობა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ, იუწყება РИА Новости რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელზე, პიოტრ ტოლსტოიზე დაყრდნობით.

ორშაბათს PACE-ს დეპუტატებმა რუსული დელეგაციის უფლებამოსილება ეჭვქვეშ დააყენეს. ამის შემდეგ ასამბლეას გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოხსენება უნდა მოემზადებინა.

„მონიტორინგის კომისიამ სხდომაზე ტინი კოქსის რეზოლუციაში შესატანი ცვლილებების უმრავლესობა (რუსეთის დელეგაციისთვის PACE-ში უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ) უარყო. ისინი ატარებდნენ მკვეთრად გამოხატულ ანტირუსულ ხასიათს და ჩვენ ვხედავთ, რომ ასამბლეაში არსებობს უმრავლესობა, რომელიც არ წამოეგება პროვოკაციებს ცვლილებების ავტორების - ბრიტანეთისა და უკრაინის მხრიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტოლსტოიმ.

რუსეთს PACE-ში ზოგიერთი უფლება 2014 წელს ყირიმის მიერთების შემდეგ ჩამოერთვა, რის შემდეგაც მოსკოვმა შეაჩერა მონაწილეობა სხდომებში, შემდეგ კი ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადახდა შეწყვიტა. 2019 წლის ზაფხულში რუსეთის უფლებები სრულად აღდგა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1129)

მთავარი თემები