22:03 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

რუსული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს PACE-ში პლენარულ სხდომაზე ოთხშაბათს, 29 იანვარს განიხილავენ

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. PACE-ს კომიტეტის მონიტორინგის მოხსენება რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების სრულად დადასტურების რეკომენდაციას იძლევა, იუწყება РИА Новости რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელზე, პიოტრ ტოლსტოიზე დაყრდნობით.

ორშაბათს PACE-ს დეპუტატებმა რუსული დელეგაციის უფლებამოსილება ეჭვქვეშ დააყენეს. ამის შემდეგ ასამბლეას გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოხსენება უნდა მოემზადებინა.

„მოხსენებას მხარი დაუჭირეს. რეზოლუციის პროექტი, რომელიც ტინი კოქსმა მოამზადა (მომხსენებელმა PACE-ში რუსეთის უფლებამოსილების დადასტურების საკითხზე), რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების სრულად დადასტურების რეკომენდაციას იძლევა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტოლსტოიმ მონიტორინგის კომიტეტის სხდომის შემდეგ.

რუსეთს PACE-ში ზოგიერთი უფლება 2014 წელს ყირიმის მიერთების შემდეგ ჩამოერთვა, რის შემდეგაც მოსკოვმა შეაჩერა მონაწილეობა სხდომებში, შემდეგ კი ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადახდა შეწყვიტა. 2019 წლის ზაფხულში რუსეთის უფლებები სრულად აღდგა.

მთავარი თემები