ვიშინსკი და „Sputnik-ესტონეთის“ მთავარი რედაქტორი PACE-ს სესიაში მიიღებენ მონაწილეობას

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორი კირილ ვიშინსკი
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორი კირილ ვიშინსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიშინსკი და ჩერიშევა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დელეგატებს პოსტსაბჭოური სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დარღვევებზე ესაუბრებიან

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს აღმასრულებელი დირექტორი კირილ ვიშინსკი და „Sputnik-ესტონეთის“ ხელმძღვანელი ელენა ჩერიშევა მონაწილეობას მიიღებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაში, რომელიც 27-31 იანვარს სტრასბურგში გაიმართება, იუწყება სააგენტო Россия сегодня-ს პრესსამსახური.

მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
სიმონიანმა ვიშინსკის რუსეთში დაბრუნება შეაფასა

ვიშინსკი და ჩერიშევა სესიის დელეგატებს პოსტსაბჭოური სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დარღვევებზე ესაუბრებიან.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ძალისხმევას გარკვეული რეაქცია მოჰყვება. ჩვენ იმედებს ვამყარებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის აქტივობაზე. რასაკვირველია, ჩვენი პარლამენტარების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის პერსონალური საკითხი, ეს არ არის ამ ჟურნალისტების ჩვენი ან რომელიმე სხვა მედიაორგანიზაციისა თუ რედაქციისადმი კუთვნილების საკითხი. რასაკვირველია, ვიცავთ ჩვენიანებს, მაგრამ ამავდროულად ვიბრძვით პრინციპებისთვისაც. გვინდა, ეს პრინციპები დავიცვათ ყველა მოედანზე, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - მოჰყავს ვიშინსკის სიტყვები პრესსამსახურს.

რა ხდება „Sputnik-ესტონეთში“ 

„Sputnik-ესტონეთის“ თანამშრომლებს გარკვეული პერიოდის წინ ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო დაცვის ხელმძღვანელობა პირდაპირ ემუქრებოდა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, თუ 2020 წლის 1 იანვრამდე სათავო ორგანიზაციასთან შრომით ხელშეკრულებებს არ გაწყვეტდნენ.

Sputnik ესტონეთის ოფისი  - Sputnik საქართველო
ჩერიშევა: სანქციები ჟურნალისტების წინააღმდეგ – ეს ცენზურაა

1 იანვარს გაირკვა, რომ „Sputnik-ესტონეთი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამ ქმედების საფუძვლად სახელდება სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე 2014 წლის 17 მარტს ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ დააწესა. თუმცა ევროკავშირის სანქციები დაწესებულია არა საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს წინააღმდეგ, რომელშიც Sputnik-ც შედის, არამედ პერსონალურად სააგენტოს გენერალური დირექტორის, დმიტრი კისელიოვის წინააღმდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა „Sputnik-ესტონეთის“ ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნებში „Sputnik“-ის მუშაობას ყველანაირად შეუწყობდა ხელს. 

საერთაშორისო ორგანიზაციაში „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს  წერილის საპასუხოდ აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია სწავლობს ესტონეთში რუსულენოვანი მედიის მდგომარეობას. Россия сегодня ითხოვს „Sputnik-ესტონეთის“ მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გადახედვას და მზადაა, სათანადოდ შეაფასოს სიტყვის თავისუფლების უპრეცედენტო დარღვევა, ასევე ითხოვს ზომების მიღებას სააგენტოს ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ, ნათქვამია წერილში.

ყველა ახალი ამბავი
0