ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა

© photo: Georgian Dream / FBბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს, რან გიდორს შეხვდა, ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან მეგობრობას. პარტიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ისტორიულად იცით ჩვენი დამოკიდებულება და ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოსა და ერისადმი. საოცრად მიყვარს ებრაელი ხალხი. ორი კვირის წინ გავაცილეთ ყოფილი ელჩი შაფთაი ცური, რომელთანაც მე ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩიც ისეთივე კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს 26 საუკუნოვან მეგობრობას, რითაც ორივე ერი ვამაყობთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
იციკ მოშე - Sputnik საქართველო
რა იზიდავს საქართველოში ისრაელის მოქალაქეებს

ისრაელის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვესტუმრებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ საქართველოში ებრაული სათვისტომოს დიდი მეგობარი და მხარს უჭერთ მის საქმიანობას, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ როგორც ისრაელში, ისე საქართველოში“, - განაცხადა რან გიდორმა.

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ძეგლი დაიდგება >>

საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივნისში დამყარდა. ამის შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა ფორმატში. სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 2018 წელს 30 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 2019 წლის დასაწყისიდან ისრაელის მოქალაქეები საქართველოს 25 ათასჯერ ესტუმრნენ, რაც 2018 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელს 115%-ით აღემატება.

 

ყველა ახალი ამბავი
0