თბილისში აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისში აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისში აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოში IRI-ს და NDI-ს კვლევითი ცენტრების საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აშშ-ის საელჩოს შენობასთან ქვეყანაში IRI-ს და NDI-ს კვლევითი ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მრავალი წელია საქართველოში საკითხთა ფართო სპექტრზე საზოგადოებრივი აზრის მასშტაბურ კვლევებს აწარმოებენ. ექსპერტებმა და პარტიების წარმომადგენლებმა ამ გამოკითხვების შედეგების მიმართ უნდობლობა არაერთხელ გამოხატეს. თუმცა საქართველოში მოქმედი არცერთი სხვა ორგანიზაცია საკითხთა მთელი სპექტრის მიხედვით ალტერნატიულ მონაცემებს არ იძლევა.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„პატრიოტთა ალიანსი": გამოიკვლიეთ სინამდვილეში რით არიან დაკავებული NDI და IRI საქართველოში

„არა NDI-სა და IRI-ს. მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი. ვითხოვთ, აიკრძალოს მათი საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი“, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები, რეალური რეიტინგები და ამ ამერიკული ორგანიზაციების შესახებ ნდობის მაჩვენებლები გადაეცემა აშშ-ის კონგრესმენებსა და სენატორებს, ასევე ევროდეპუტატებს.

ინაშვილმა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს მოსთხოვა დაიწყონ გამოძიება, რადგან, მისი თქმით, „NDI-ს და IRI-ს გამოკითხვების ყველა შედეგი გაყალბებულია“.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა >>

როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ხვალიდან საზოგადოებრივი აზრის საკუთარ გამოკითხვას ჩაატარებენ, რათა დაამტკიცონ, რამდენად არ შეესაბამება სინამდვილეს ამერიკული ორგანიზაციების გამოკითხვების შედეგები.

ყველა ახალი ამბავი
0