„ამ დროშის ქვეშ ყველა პატივს გვცემს“ – საქართველოს პრეზიდენტი

© President of Georgia photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღე მოსახლეობას, განსაკუთრებით კი შეიარაღებულ ძალებსა და ახალგაზრდა თაობას მიულოცა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე გურიის რეგიონიდან მიულოცა. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

„ამ დროშის ქვეშ ძალიან ბევრი ისეთი საქმე კეთდება, რომელიც არის სახელმწიფოებრივი საქმე, ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები, ამ დროშის ქვეშ არიან ჩვენი დიპლომატიური სამსახურები უცხოეთში, ჩვენ გავდივართ უცხოეთში და ვართ ცნობილი ამ დროშით, ყველა პატივს გვცემს ამ დროშის ქვეშ. ამ დროშის ქვეშ ასევე ჩვენი სპორტსმენები იმარჯვებენ უცხოეთში და ძალიან ბევრი მედლით ბრუნდებიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო დროშის დღე პრეზიდენტმა განსაკუთრებით საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მიულოცა, მათ, ვინც მსახურობს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში. პრეზიდენტმა ასევე მიმართა ახალგაზრდა თაობას და მოუწოდა, არ დაივიწყონ იმის შესახებ, თუ რამდენი გმირი დაეცა ამ დროშის ქვეშ. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ძველ დროშასა და გერბს მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება

„ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ გავერთიანდეთ. რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელიც უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0