10:58 14 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (231)
168 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისი ყურადღებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და დაძაბულობის უსწრაფეს დეესკალაციას ემხრობა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების საკითხი არ განიხილება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერნეციაზე.

წერილი გაეროს: ვაშინგტონი მზადაა თეირანთან მოლაპარაკებებისთვის>>

„ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, ეს საკითხი არ განიხილება", – განაცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები იანვრის დასაწყისში დაიძაბა, როდესაც ერაყში ამერიკული სპეცოპერაციის დროს ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი დაიღუპა. ირანმა ამის საპასუხოდ ერაყში განთავსებულ ორ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ვაშინგტონის განცხადებით, არ დაშავებულა არც ერთი ამერიკელი. დარტყმის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს საკუთარი სამხედრო ძალის გამოყენება და მხოლოდ ახალი სანქციებით შემოიფარგლება.

„კოშმარი ამერიკისთვის“ - ირანს აშშ-ზე შურისძიების 13 სცენარი აქვს შემუშავებული>>

„ჩვენს ინტერესებში იყო სიტუაციის დეესკალაცია. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით და ყველა დიმპლომატიური მექანიზმი ამოქმედებული იყოს", – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, ბაღდადში საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან, მაგრამ ისინი იმყოფებიან ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში.

„გვქონდა მათთან კომუნიკაცია. უკვე იყო მიღებული ზომები, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში როგორ მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების დახმარება, ისინი მუდმივ კავშირზე არიან საქართვლოს საელჩოსთან. ჩვენ არ გვაქვს საელჩო უშუალოდ ერაყში, მაგრამ ვფარავთ იორდანიიდან და სწორედ ასე ხდებოდა კომუნიკაცია", – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საკითხის შიდა განხილვა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ფორმატში მოხდა.

თეთრი სახლი: ირანი სპეციალურად არეგულირებდა სარაკეტო დარტყმას ამერიკულ ბაზებზე>>

„პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იმ უწყებებთან, რომლებიც არიან წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს ფორმატში, და ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ პარტნიორებთან", – აღნიშნა ზალკალიანმა და დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარების საკითხზე უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა ამ მომენტისთვის არ არსებობს.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (231)

მთავარი თემები