მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყა

© photo : Department of Defenseბალისტიკური რაკეტის გაშვება კალიფორნიაში განთავსებული ავიაბაზიდან
ბალისტიკური რაკეტის გაშვება კალიფორნიაში განთავსებული ავიაბაზიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თათბირი გამართა თეთრ სახლში და კონსულტაციებს მართავს მრჩეველთა გუნდთან.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ირანმა ერაყში განთავსებულ აშშ–ის სამხედრო ბაზებზე 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Tasnim–ზე დაყრდნობით.

საპროტესტო აქცია ირანში გენერალ სულეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო
„კოშმარი ამერიკისთვის“ - ირანს აშშ-ზე შურისძიების 13 სცენარი აქვს შემუშავებული

სააგენტოს ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსმა ერაყში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე „აინ–ალ–ასადი" სულ მცირე 35 დარტყმა განახორციელეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.

ირანულმა ტელეარხმა Press TV განაცხადა, რომ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმა – ეს იყო პასუხი ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის ამერიკელების მიერ მკვლელობაზე.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა.

ყველა ახალი ამბავი
0