საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას სამძიმარს უცხადებს

© AP Photo / Mohammad Nasiri Boeing 737 ავიაკატასტროფა განიცადა
 Boeing 737 ავიაკატასტროფა განიცადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ზალკალიანმა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

 Boeing 737 -მა ირანში კატასტროფა განიცადა - Sputnik საქართველო
საგარეო უწყება: ირკვევა, ლაინერის მგზავრებს შორის იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ლაინერის ყველა მგზავრი დაიღუპა. როგორც გამოცემა Sky News ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა – 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელმაც ბორტზე მყოფი ყველა სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ ოჯახებს, ვინც ამ საშინელ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგა", – დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დგინდება, იმყოფებოდნენ თუ არა მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0