მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საგარეო უწყება: ირკვევა, ლაინერის მგზავრებს შორის იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები

© AP Photo / Mohammad Nasiri Boeing 737 -მა ირანში კატასტროფა განიცადა
 Boeing 737 -მა ირანში კატასტროფა განიცადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიღუპა უკრაინული ლაინერის ბორტზე მყოფი 180 ადამიანი, რომელთა შორის 170 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იყო.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ჯერჯერობით უცნობია, იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც ირანში კატასტროფა განიცადა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ლაინერის ყველა მგზავრი დაიღუპა. როგორც Sky News-ი ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით იტყობინება, ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა – 170 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის დგინდება, მგზავრებს შორის იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები.

უკრაინული ლაინერი თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, Boeing 737-მა კატასტროფა „ტექნიკური პრობლემების" გამო განიცადა.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი კიევში მიფრინავდა. Boeing 737 აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა.

ყველა ახალი ამბავი
0