საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის უმთავრესი მიზანი დაასახელა

© President of Georgia photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება შობის დღესასწაულის წინ ხუთი პირის შეწყალებასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის მთავარი მიზანი დაასახელა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანაში ვითარების დეესკალაციაა. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის და პოლიტიკური ქულების დაწერის შანსებს ხელიდან არ უშვებენ. საამისოდ მიმართავენ როგორც ბრალდებებს, ისე აქციებსა და კონტრაქციებს. 

„იმ დროს, როცა ქვეყანაში საარჩევნო წელი იწყება, იმ დროს, როცა რეგიონში და მის ირგვლივ დაძაბულობა და ესკალაციაა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმშვიდე, დავძლიოთ პოლარიზაცია და სიძულვილი. დეესკალაცია უნდა იყოს ჩვენი მიზანი ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ და ეს იქნება ჩემი მიზანი წელს“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება შობის დღესასწაულის წინ ხუთი პირის შეწყალებასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია შეწყალებულთა ვინაობა და არც ის, თუ როდის შეძლებენ ისინი საპატიმროს დატოვებას.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის არის მსჯავრდებული.

მანამდე სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0