არჩილ თალაკვაძე ჭორებს მისი პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ არ ადასტურებს

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ უარყო ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეცვლისა და მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს ჭორებს მისი პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი არ განიხილება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხმები იმის თაობაზე, რომ მომავალ წელს საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი მთავრობაში და გიორგი გახარიას ნაცვლად პრემიერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„არასწორია და არ განიხილება ასეთი რამ", – განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად 2019 წლის 9 სექტემბერს დაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0