02:50 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
66 0 0

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ პასუხობს პირდაპირ შეურაცხყოფებს ოპოზიციის მხრიდან

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დიალოგის წარმართვა უცხოელი დიპლომატების შუამავლობის გარეშე შეძლონ.

როგორ აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" წინადადებას >>

საქართველოში საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს დაიწყო, შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ. მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდას პროცესში მხოლოდ უცხოელი დიპლომატების მედიატორების სახით ჩართვის შემდეგ მიუსხდნენ.

„ვწუხვარ ამის გამო, რადგან მე მგონი, ეს არის გაგრძელება იმ ძველი ნეოკოლონიალური მიდგომების. სჯობს, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ამასთან მან აღნიშნა, რომ „თუ ისინი (უცხოელი ელჩები - რედ.) რაღაცას მიაღწევენ, ამასაც მივესალმები, რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შედეგს მივაღწიოთ და არა, ვინ მიაღწევს შედეგს.“

პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პესიმიზმია.

„ძალიან ჩვენც ნუ დავამძიმებთ იმის გამეორებით, რომ იქნება მძიმე. შეიძლება გავიარეთ ყველაზე მძიმე პერიოდი და ნაკლებად მძიმე იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ წლის დასასრულს ვიყოთ ცოტა უფრო ოპტიმისტები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი ერთი წლის წინ გახდა. ამ პერიოდში ის თავისი ქმედებებისა ან გამონათქვამების გამო ოპოზიციის, ზოგჯერ კი მმართველი პარტიის წევრების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

„თუ შეამჩნევდით, არ ვპასუხობ არცერთ პირდაპირ შეურაცხყოფას, დარტყმას, რადგან მიმაჩნია, არ შეიძლება, გადავიდეთ ამ რეჟიმში და ვიღაც მაინც უნდა აჩვენებდეს ამის მაგალითს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები