თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციონერებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ემხრობიან, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივას არასერიოზული უწოდეს.
„ქართულმა ოცნებამ" არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით შიდაპარტიულ კონსენსუსს მიაღწია>>
„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შესთავაზა არჩევნების შერეული სისტემის დატოვება, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატების რაოდენობის 73-დან 50-მდე შემცირება. შესაბამისად, გაიზრდება პროპორციული სისტემით (საარჩევნო სიებით) არჩეული დეპუტატების რაოდენობა 77-დან 100-მდე.
„ეს არასერიოზულია, მაგრამ აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ხვდებიან, რა ელით მომავალში, თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ... თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელდება, გარეთ კი იზოლაცია გაღრმავდება", – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გიგა ბოკერიამ.
პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებების ჩავარდნამ ყველა აქტიური ოპოზიციური პარტია გააერთიანა. დედაქალაქში 14 ნოემბრიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყო, სადაც პერიოდულად პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირებები ხდება.
დათმობა მაინც იქნება? ხელისუფლება და ოპოზიცია შესახვედრად ემზადება – მეოთხე რაუნდი>>
„საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება პროპორციულ სისტემასთან კავშირში არ არის. მეორე პრობლემა – ლაპარაკია იმაზე, რომ მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი, ანუ ყოველი შემდგომი არჩევნები შერეული სისტემით წარიმართოს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობს იმაზე, რომ სწორედ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე", – განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
ამასთან, „პატრიოტთა ალიანსი" გამოდის წინადადებით, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს.