03:26 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

საქართველოს გენერალურ პროკურორს პარლამენტი ექვსი წლით ირჩევს სამ კანდიდატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოს პროკურორთა საბჭო წარუდგენს

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. ერთი თვის განმავლობაში საქართველოს პროკურორთა საბჭომ პარლამენტს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატები უნდა წარუდგინოს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ იურისტმა, ყოფილმა მოსამართლე გიორგი ქოიავამ. 

გენერალური პროკურორის ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც პარლამენტმა გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ დაამტკიცა. დამტკიცებულ 14 მოსამართლეს შორის მოქმედი გენერალური პროკურორი ლაშვა თადუმაძეცაა.

„თადუმაძე პროკურორი აღარ არის იმ მომენტიდან, რაც პარლამენტმა იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა. ახლა ერთი თვის განმავლობაში პროკურორთა საბჭომ პარლამენტს პროკურორის თანამდებობაზე მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს“, - აღნიშნა ქოიავამ.

გენერალური პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის პრინციპს პროკურატურის შესახებ კანონი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს.

„გენერალურ პროკურორად შეიძლება იურისტის არჩევა მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი სტაჟით. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ აირჩევს (გენერალურ პროკურორს წარდგენილი კანდიდატებიდან, - რედ.), პროკურორთა საბჭო კანდიდატების შერჩევას ხელახლა დაიწყებს. კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს, ვეღარ იქნება წარდგენილი პარლამენტისთვის“, - აღნიშნა იურისტმა.

გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევენ. ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არ შეიძლება.

მთავარი თემები