საქართველოს პარლამენტმა ორი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება აღიარა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმრავლესობა ორი ახალი დეპუტატით შეივსო - საქართველოს პარლამენტმა პაატა გოგოხიასა და ჯუმბერ იზორიას უფლებამოსილება აღიარა

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ორი ახალი დეპუტატის - პაატა გოგოხიასა და ჯუმბერ იზორიას უფლებამოსილება აღიარა.

პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
რატომ ელოდებიან ვადამდელ არჩევნებს გაზაფხულზე და რატომ ტოვებენ დეპუტატები პარლამენტს

პაატა გოგოხია, რომელმაც 83 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სოფიო ქაცარავას შეცვლის, ხოლო ჯუმბერ იზორიას, რომელსაც ხმა 82-მა დეპუტატმა დაუჭირა - აკაკი ზოიძეს. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს შეავსებენ, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ შემცირდა.

სოფიო ქაცარავამ და აკაკი ზოიძემ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც არჩევნების სისტემის შეცვლაზე საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდა. ქაცარავა საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო ზოიძე - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს. ასევე, უმრავლესობა დატოვა 15-მა დეპუტატმა, მათ შორის თანამდებობის პირებმა.

ყველა ახალი ამბავი
0