05:25 30 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6232
  • 100 RUB4.2168
  • USD3.2896
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (126)
103 0 0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომათა დარბაზში გავრცელებული მძაფრი სუნის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ზაფხულში პარლამენტზე შტურმის მცდელობა იყო, ახლა კი, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა განხორციელდა, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

ხუთშაბათს პლენარული სხდომების დარბაზში მძაფრი სუნი გავრცელდა, რომლის წარმომავლობასაც ექსპერტიზა დაადგენს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა თითი ოპოზიციისკენ გაიშვირეს, რომლებიც დილიდან ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხი ჩავარდეს.

„ის, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, ეს, სავარაუდოდ, არის ქიმიური თავდასხმა პარლამენტზე და პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროდ, ივნისში პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, დღეს ვნახეთ, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა", – განაცხადა თალაკვაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას.

რამდენიმე ადამიანი მოიწამლა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ნაწილს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდება, დასძინა თალაკვაძემ.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (126)

მთავარი თემები