22:32 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)
31 0 0

აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართლიანობის აღდგენა სასამართლოდან უნდა დაიწყოს და იგი კლანური გავლენებისგან უნდა გათავისუფლდეს.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დეპუტატ ეკა ბესელიას პარტია "სამართლიანობის" ახალგაზრდულმა ფრთამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის წინ პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

აქცია გაიმართა სახელწოდებით "არა სასამართლოს ოკუპაციას".

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რამდენადაც 19-დან 15 კანდიდატი „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროინდელია და ჩვენი პროტესტი ამის წინააღმდეგაა მიმართული. თუ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მიდის, მაშინ იგი სასამართლოდან, მოსამართლეების შეცვლით უნდა დაიწყოს. თუ იგივე მოსამართლეები დარჩებიან, ჩვენ სამართლიანობას ვერ მივაღწევთ", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სულხან მარჯანიშვილმა.

ხუთშაბათს, დილით კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში გაიმართება, შემდეგ კი საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა სკანდალის ფონზე გაიმართა, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები შემუშავდა, მაგრამ ოპოზიციონერები, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წევრები, პროცესით უკმაყოფილო აღმოჩნდნენ.

დეპუტატებმა თითოეულ კანდიდატთან, მათ შორის, საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან გასაუბრება გამართეს.

კანდიდატების სიაში ისევ აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომლებსაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებდნენ.

თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)

მთავარი თემები