მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაზე ისაუბრეს რუსეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე

© ТАСС/POOL / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს კონფერენციაში „ხმელთაშუა ზღვის დიალოგები“.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხები განიხილა თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„შეხვედრამ მოგვცა საშუალება, გვემსჯელა ორმხრივ საკითხებზე, ასევე მნიშვნელოვან საერთაშორისო თემებზე: სირიის კრიზისი, ლიბიის კრიზისი, რომელიც ახლა ძალიან გვაღელვებს, სანქციები. ეს ძალზე სასიამოვნო დიალოგი იყო, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი იტალიისთვის უმნიშვნელოვანესი თანამოსაუბრეა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ლუიჯი დი მაიომ ლავროვთან რომში კონფერენცია „ხმელთაშუა ზღვის დიალოგების“ ფარგლებში გამართული შეხვედრის შედეგებზე.

ლავროვმა დასძინა, რომ რუსეთი ლიბიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და დიალოგის აღდგენის მომხრეა.

სერგეი ლავროვი და ელმარ მამედიაროვი - Sputnik საქართველო
„ძალიან, ძალიან სერიოზული თემა“ - რაზე ისაუბრა ლავროვმა ბაქოში

„ჩვენ ვემხრობით საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ასევე დიალოგის აღდგენას იმ პარამეტრებთან სრულ შესატყვისობაში, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოშია შეთანხმებული. ვიმედოვნებთ, რომ ძალისხმევა სხვადასხვა კონფერენციის მოწვევაზე, მათ შორის ბერლინის, რომელიც ახლა განიხილება, არ დაარღვევს უშუშროების საბჭოს გადაწყვეტილებების კალაპოტს“, – აღნიშნა ლავროვმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთქმედებების პერსპექტივები კიბერსივრცეში, ტერორიზმთან, ნარკოტრაფიკთან ბრძოლა და უშიშროების სხვა ტრანსსასაზღვრო გამოწვევები, აღნიშნა ლავროვმა.

ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, რუს მინისტრთან საუბარმა მომავალ წელს პრობლემების განსახილველად ახალი შეხვედრის დანიშვნის საშუალება გააჩინა.

„ლავროვთან შეხვედრამ საშუალება მოგვცა, ხელახლა ავამოქმედოთ უმნიშვნელოვანესი ინიციატივები, რომლებიც ეხება მომავალ წელს. შეხვედრა „2+2“ ფორმატით 2020 წლის პირველ თვეებში გაიმართება“, – განაცხადა მან.

ყველა ახალი ამბავი
0