05:36 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
8810

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ახლა უფრო მეტი შანსი აქვს მიზნის მისაღწევად, ვიდრე ოდესმე ჰქონდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიცია უფრო ორგანიზებული, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნის გადაწყვეტაზე ორიენტირებული გახდა და შეძლებს თავისას მიაღწიოს, განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ვხედავ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ოპოზიციური სპექტრი. რამდენად ორგანიზებულად შეუძლია ერთ ოთახში მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის – სამართლიანი არჩევნებისთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი მთავარი პოლიტიკური მიზნის ირგვლივ გაერთიანება ოპოზიციას მიზნის მიღწევაში დაეხმარება. 

„ორგანიზებული, კვალიფიციური ოპოზიცია ძალზე სერიოზულად მუშაობს და მე მჯერა, რომ ხელისუფლებაში მყოფები შეაფასებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან. აქედან გამომდინარე, დღეს, ხვალ ან ზეგ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს: ჩვენ ვერ შევძლებთ შეურაცხმყოფელ ტყუილში ცხოვრებას, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმით დაიწყო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ხელისუფლებამ ზაფხულში პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული და არა შერეული სისტემით ჩატარდებოდა, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამჟამად 77 სადეპუტატო მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, 73 კი იმ კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც ერთმანდატიან ოლქებში საარჩევნო ხმების ნახევარი მოიპოვეს.

მმართველმა პარტიამ თავად შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის საყოველთაო სახალხო განხილვაც მოაწყო, თუმცა ბოლო მომენტში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, მხარი არ დაეჭირათ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ქუჩაში გამოვიდა.

საპროტესტი აქციების ტალღა, რომელიც თბილისში 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, დღემდე არ ცხრება და მან უკვე რეგიონებიც მოიცვა.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები