08:49 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
გიორგი გახარია

გიორგი გახარია: სახელმწიფო არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებას

photo: Government of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (164)
105 0 0

გახარიამ უპასუხისმგებლო უწოდა ყველას, ვინც პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩათრევას ცდილობს. მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღებას ცდილობს

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კომენტარისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს.

ოპოზიციას პროტესტი რეგიონებში გადააქვს>>

ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა 14 ნოემბრის - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესწორებები ჩააგდო. ოპოზიცია ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები დიპლომატიურმა კორპუსმა მოაწყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

„რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ეს ერთი, მეორე - ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი, განურჩევლად რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. მესამე - კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და მომგებიან პოლიტიკურ შეფასებას", - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში უკიდურესად ემოციური ფონი შეიქმნა.

„ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზი ბევრია. პირველ რიგში, გამომწვევია ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგბელო ადამიანები ცდილობენ, ქუჩაში, ამ ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები", - აღნიშნა გახარიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამ კვირაში პროტესტის თბილისიდან რეგიონებში გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს.

მომიტინგეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას თუ მოსვენებას არ მისცემენ, ისინი დათმობაზე წავლენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ პროპორციული სისტემით. ოპოზიციონერები მართავენ მრავალრიცხოვან პერფორმანსებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, აქვთ პარლამენტის შენობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირების მცდელობა.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (164)

მთავარი თემები