დიპკორპუსის წარმომადგენლებმა მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრა დადებითად შეაფასეს

გამოწერა
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მისი მოლოდინები და იმედები გამართლდა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საარჩევნო სისტემის თემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შემდგარი შეხვედრა უცხოელმა მედიატორებმა დადებითად შეაფასა, იუწყება პირველი არხი.

წულუკიანი: გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია, საკითხი დახურულია >>

შეხვედრა, რომლის ინიციატორები უცხოელი მედიატორები იყვნენ, სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს დილის 10 საათზე დაიწყო და თითქმის ექვს საათს გაგრძელდა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ძალიან სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი შედგა​.

„ძალიან მოხარული ვარ, რადგან მხარეებს შორის ძალიან სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა. არ მქონდა მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა მიგვიყვანდა საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ვფიქრობ, ეს არარეალური იქნებოდა. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია, რომ ვიმუშაოთ დიალოგის საშუალებით, შევისწავლოთ შესაძლებლობები და იმედია, მომავალში ამ შეხვედრის წყალობით კარი გაიხსნება. დიალოგის გაგრძელებაზე ყველა თანხმდება. ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ სერიოზული პროცესი არსებობს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
ვაშაძე: მმართველ გუნდთან შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ვარიანტი იქნა განხილული, ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება.

„დღეს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, რომ დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მე მოხარული ვარ რომ ეს გამართლდა, დიალოგი შედგა“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი მმართველმა გუნდმა არაკონსტიტუციურად მიიჩნია, დიალოგი მაინც გაგრძელდება.

„შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება აღნიშნულ საკითხებზე. ამაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას“ - ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო >>

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდება გახდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0