წულუკიანი: გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია, საკითხი დახურულია

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი დღეისათვის მოქმედი კონსტიტუციის ჩარჩოებში არ ჯდება

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. უშედეგოდ დასრულდა ექვსსათიანი შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ - ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა დასრულებულია.

„ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და მზად არის დიალოგისთვის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება“, - განაცხადა წულუკიანმა.
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
ირმა ინაშვილი: დიპლომატების პოზიცია არის დიალოგის გაგრძელება და კონსესუსი

წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ვერ ხედავს იმის რესურსს, რომ შეთავაზებული გერმანული მოდელი კონსტიტუციურად იქცეს და კიდევ ერთხელ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება. 

მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორები იყვნენ უცხოელი მედიატორები. 

„გერმანული მოდელი" ითვალისწინებს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების საფუძველზე.

„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას“ - ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო >>

ამჟამად 77 დეპუტატის მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, 73 კი – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებიც თავიანთ ერთმანდატიან ოლქში ხმათა ნახევარზე მეტს აიღებენ. კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭიროა, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა.

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდება გახდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0