17:57 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
47 0 0

ამჟამინდელ პარლამენტში მმართველ პარტიას 125-დან 71 მანდატი ეკუთვნის, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას მხარს დაუჭერს და თავად დაიშლება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის მილი მეჯლისი დათხოვნის შესახებ განცხადებას 2 დეკემბერს გაავრცელებს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის" წყარომ პარლამენტში.

ხუთშაბათს, 28 ნოემბერს მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოითქვა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მილი მეჯლისის მმართველი პარტიის დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტს მიმართავენ თხოვნით – დაითხოვოს პარლამენტი.

„2 დეკემბერს გაიმართება მილი მეჯლისის საგანგებო სხდომა, რომელზეც განიხილება პარლამენტის დათხოვნის საკითხი. დეპუტატების უმრავლესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან, ამიტომ მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანო თავად დაიშლება", – განუცხადა სააგენტოს წყარომ.

პარტიული გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი შემადგენლობა არ შეესაბამება ქვეყნის პოლიტიკას. ეს ხელს შეუწყობს ასევე მიმდინარე საკადრო რეფორმებს.

აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები