17:23 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
94 0 0

თბილისში დემონსტრანტები ცდილობენ, ყველა შესაძლო გზით შეუშალონ ხელი პარლამენტის დეპუტატების მუშაობას.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში დილიდან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა პარლამენტის შენობასთან მოიყარა თავი. ისინი მმართველი პარტიის დეპუტატებს „შავი პარასკევის" მოწყობით ემუქრებიან. იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენათა ადგილიდან.

დემონსტრანტები ისევ გეგმავენ პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირებას. მათ შორის არიან ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერები, ახალგაზრდული ორგანიზაციების „სირცხვილია", „შეცვალე" და „გაბედე" წარმომადგენლები. საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული.

Полицейские дежурят у входов в парламент Грузии утром 29 ноября. Акция протеста оппозиции продолжается
© Sputnik / Shota Nozadze
პოლიციელები პარლამენტის შესასვლელთან. 29 ნოემბერი

მოგვიანებით დემონსტრანტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ლიდერობით ეროვნული ბიბლიოთეკის შენობისკენ გაემართნენ, სადაც ამჟამად მიტინგი მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციები თბილისში დაიწყო 14 ნოემბერს საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნის გამო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

„თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ჩვენ კვლავ გავატარებთ აქ ღამეს და მათ არ შევუშვებთ. ამ ვითარებიდან გამოსავალი არ არსებობს გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ საღი აზრი გამოიჩინოს", – განუცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეარხ „რუსთავი 2"-ს.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხაზი გაუსვა, რომ მომიტინგეების მთავარი მიზანია მმართველი პარტიის წევრებისთვის უხერხულობის შექმნა.

„ჩვენი მიზანია დისკომფორტი შევუქმნათ დეპუტატებს, „ქართული ოცნების" წევრებს და არავითარ შემთხვევაში – ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ისევე, როგორც ჩვენ, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას უჭერს მხარს", – განაცხადა უგულავამ.

Активисты оппозиции у здания парламента Грузии утром 29 ноября. Акция протеста продолжается на пешеходной части проспекта
© Sputnik / Shota Nozadze
პარლამენტის შენობასთან. 29 ნოემბერი

ზაფხულში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდებოდა მხოლოდ პროპორციული სისტემით და არა შერეულით, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამჟამად 77 დეპუტატის მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, 73 კი – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებიც თავიანთ ერთმანდატიან ოლქში ხმათა ნახევარზე მეტს აიღებენ.

საჯარო განცხადების შემდეგ მმართველმა პარტიამ შეიმუშავა კანონპროექტიც, რომელიც საყოველთაოდ განიხილა, თუმცა ბოლო მომენტში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, მხარი არ დაეჭირათ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო.

მომიტინგეების განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება რეალობას არ ასახავს და მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა ხელსაყრელი. კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ გაერთიანდნენ ოპოზიციური პარტიები, რომელთა ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე მათი განსხვავებული შეხედულებების გამო. გარდა ამისა, გააქტიურდა ახალგაზრდობაც. სულ უფრო მატულობს სამოქალაქო მოძრაობების რაოდენობა.

რა შემთხვევაში დათანხმდება ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს>>

მათი ღრმა რწმენით, თუ ხელისუფლებას არ მოასვენებენ, ამ უკანასკნელს დათმობა მოუწევს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებს. მათ გამართული აქვთ არაერთი წარმოდგენა, მასშტაბური საპროტესტო აქციები და პარლამენტისა და სხვა შენობების პიკეტირების რამდენიმე მცდელობა.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები