საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში გადაიდო

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში არა მიმდინარე წელს, არამედ მომავალ წელს გაემგზავრება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინული მხარის თხოვნით, გადადო ნოემბერში დაგეგმილი ვიზიტი უკრაინაში, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

ურაბიშვილი ზელენსკისთან თანამშრომლობას ელოდება>>

ზურაბიშვილი უკრაინას 2020 წელს ეწვევა. წელს პრეზიდენტი უკრაინაში უკვე იმყოფებოდა. მაისში ის ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკი საქართველოში მოიწვია

ადმინისტრაციაში უარყვეს გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ საქართველოს უახლოეს ხანებში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეწვევა.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა.

ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა მოქმედებს. 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 522 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 5%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0