ზურაბიშვილი ზელენსკისთან თანამშრომლობას ელოდება

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ზელენსკი
ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბიშვილმა უკრაინელებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიულოცა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მამუკა ბახტაძემ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა>>>

უკრაინის ცესკოს მონაცემებით, ოქმების 98,87%-ის დამუშავების შემდეგ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 73,19% აქვს, ხოლო სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს პეტრო პოროშენკოს – 24,48%.

„ვულოცავ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას, უკრაინელ ხალხს კი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მოუთმენლად ველოდები ახალ პრეზიდენტთან თანაშმრომლობას და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას", – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Twitter-ში.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას გაიმართა, რომელზეც ამომრჩეველთა აქტივობამ 62,07% შეადგინა.

უკრაინის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ევგენი რადჩენკოს განცხადებით, კენჭისყრის ოფიციალური შედეგები, საორიენტაციოდ, 30 აპრილს გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0