22:59 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
136 0 0

დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია განაახლეს - პარლამენტის შესასვლელთან გაშლილია კარვები

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიე „ბია“ მომიტინგეთა შეძახილების ფონზე დატოვა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გამართეს და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციას შეუერთდნენ. მიტინგის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და შესასვლელებთან კარვები გაშალეს. ისინი იქ ღამის გათენებას აპირებენ და ხვალ დილით პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ, რათა პარლამენტის სხდომაზე მისული დეპუტატები შენობაში არ შეუშვან.

როდესაც ახალგაზრდა აქტივისტებმა შეიტყვეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფებოდა პარლამენტთან ახლოს, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიე „ბიაში“, მათი ნაწილი მაშინვე იქ შეიკრიბა. ისინი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ადგილზე სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული, რომლებმაც პრეზიდენტს ერთგვარი დერეფანი მოუმზადეს.

„ჩვენ ვცდილობთ შევიდეთ შიგნით და ვნახოთ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ახლა წესით უნდა იდგეს საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ახლა დგანან ყინვაში და აპროტესტებენ. ნაცვლად ამისა, ასე ჩუმად დადის საქართველოს პრეზიდენტი და ჭამს ლობიანებს. ხედავთ რომ ჩაკეტილი აქვთ. ეს არის მშიშარა პრეზიდენტი, რომელიც ახლა დაცვას ჰყავს ჩაკეტილი და ახლა ცდილობენ რამენაირად გააპარონ“, - განაცხადა ანა წითლიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

პრეზიდენტმა სალობიე გაძლიერებული დაცვით და მომიტინგეთა შეძახილების ფონზე დატოვა.

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

 

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები