მომიტინგეებმა სალომე ზურაბიშვილს ვახშამი ჩაუშალეს - ვიდეო

© Sputnik / Vladimir Umikashviliკარვები პარლამენტთან
კარვები პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია განაახლეს - პარლამენტის შესასვლელთან გაშლილია კარვები

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიე „ბია“ მომიტინგეთა შეძახილების ფონზე დატოვა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის შენობასთან კვლავ კარვები გაშალა - Sputnik საქართველო
კვლავ კარვები: ოპოზიცია პარლამენტთან გათენებას აპირებს - ვიდეო

დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გამართეს და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციას შეუერთდნენ. მიტინგის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და შესასვლელებთან კარვები გაშალეს. ისინი იქ ღამის გათენებას აპირებენ და ხვალ დილით პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ, რათა პარლამენტის სხდომაზე მისული დეპუტატები შენობაში არ შეუშვან.

როდესაც ახალგაზრდა აქტივისტებმა შეიტყვეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფებოდა პარლამენტთან ახლოს, მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიე „ბიაში“, მათი ნაწილი მაშინვე იქ შეიკრიბა. ისინი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ადგილზე სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული, რომლებმაც პრეზიდენტს ერთგვარი დერეფანი მოუმზადეს.

„ჩვენ ვცდილობთ შევიდეთ შიგნით და ვნახოთ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ახლა წესით უნდა იდგეს საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ახლა დგანან ყინვაში და აპროტესტებენ. ნაცვლად ამისა, ასე ჩუმად დადის საქართველოს პრეზიდენტი და ჭამს ლობიანებს. ხედავთ რომ ჩაკეტილი აქვთ. ეს არის მშიშარა პრეზიდენტი, რომელიც ახლა დაცვას ჰყავს ჩაკეტილი და ახლა ცდილობენ რამენაირად გააპარონ“, - განაცხადა ანა წითლიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
ოპოზიციამ პარლამენტის შენობას შემოუარა - ვიდეო - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ პარლამენტის შენობას წრე დაარტყა - ვიდეო

პრეზიდენტმა სალობიე გაძლიერებული დაცვით და მომიტინგეთა შეძახილების ფონზე დატოვა.

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0