პლებისციტი საარჩევნო სისტემაზე ჩატარდება ან 2020, ან 2021 წელს

გამოწერა
„ქართული ოცნება" თავის მაჟორიტარ დეპუტატებთან დათმობაზე წავიდა, პლებისციტი მინიმუმ 2020 წლამდე გადადო, ხოლო ოპოზიციას მოთხოვნების შესრულებაზე უარი უთხრა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დათანხმდა პლებისციტის ჩატარებაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პარალელურად.

მიტინგები, ულტიმატუმი და „ოცნების" გადაწყვეტილება – კალაძე განცხადებით გამოვიდა>>

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებები ჩააგდო, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. ხოლო მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთა გამოც ჩავარდა კანონპროექტი, მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ.

ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მიტინგზე - Sputnik საქართველო
ოპოზიცია კალაძის განცხადებაში მათი გახლეჩის მცდელობას ხედავს

„გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად ჩვენ ისინი (მაჟორიტარები) დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს. თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება", – განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კიდევ ერთხელ თქვა უარი საპარლამენტო არჩევნების სისტემის 2020 წლისთვის შეცვლის თაობაზე. დათმობის სახით, როგორც ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა, მმართველის პარტია თავის კანდიდატებს არ დააყენებს იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც გამარჯვების შანსის მქონე ოპოზიციონერები იყრიან კენჭს. გამონაკლისს წარმოადგენენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრები და მათი თანამოაზრეები.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
ვარდებიდან ბოქლომებამდე – ვიცე-პრემიერმა სააკაშვილის თანამოაზრეები გააკრიტიკა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მმართველი პარტიის ინიციატივას ცინიზმი და ხალხისა და ოპოზიციის დაცინვა უწოდეს.

ამჟამად ოპოზიცია მოითხოვს საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლას, რაც არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემით ითვალისწინებს. ეს, მათი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოითხოვს და მხოლოდ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა ხელისუფლება საწინააღმდეგოზე საუბრობს. კონსტიტუციაში შესწორებების მისაღებად მინიმუმ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, ხოლო 77-ს – პარტიული სიებით.

ყველა ახალი ამბავი
0