მიტინგები, ულტიმატუმი და „ოცნების" გადაწყვეტილება – კალაძე განცხადებით გამოვიდა

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ხელი გაუწოდოს ოპოზიციურ პარტიებს, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა", „ევროპული საქართველოსი" და მათი „დანამატებისა".

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო არჩევნების სისტემას 2020 წლისთვის არ შეცვლის, მაგრამ დათმობის სახით ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე.

სხდომა „ქართული ოცნების" ოფისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს>>

საუბარია იმ საარჩევნო ოლქებზე, სადაც კენჭს არ იყრიან პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები და მათი თანამებრძოლები.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი", – განაცხადა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
ვარდებიდან ბოქლომებამდე – ვიცე-პრემიერმა სააკაშვილის თანამოაზრეები გააკრიტიკა

„შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენ მიერ ივნისში წარმოდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა", – განაცხადა კახა კალაძემ.

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის მხარდაჭერა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და მათი დარწმუნება უმრავლესობამ ვერ შეძლო.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
მეორე მცდელობა – ოპოზიცია კვლავ შეეცდება საქართველოს პარლამენტის მუშაობის ბლოკირებას

ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში დადებული პირობა სხვა არაფერი იყო, თუ არა სიცრუე, ახლა კი მათ მაჟორიტარების მონაწილეობით სპექტაკლი გამართეს.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად თათბირი ჩაატარა დაახლოებით ოცმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის დასრულების შემდეგ მათ ერთიანი მოთხოვნა წამოაყენეს. ისინი გამოვიდნენ ინიციატივით, საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემა შეიცვალოს ე.წ. გერმანული მოდელით. რაც, მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს. ეს მოდელი ითვალისწინებს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება მათ ინიციატივაზე უარს იტყვის, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0