23:14 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
76 0 0

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს იმედი ჰქონდათ, რომ მმართველი პარტია მათ მოთხოვნებს შეასრულებდა, მაგრამ უარი მიიღეს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციონერები, რომლებიც უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავენ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო, საქართველოს მმართველ პარტიას ოპოზიციური ერთიანობის გახლეჩის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ირმა ინაშვილი: „პატრიოტთა ალიანსი“ ბოროტებთან შეთანხმებას არ აპირებს>>

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კიდევ ერთხელ თქვა უარი საპარლამენტო არჩევნების სისტემის 2020 წლისთვის შეცვლის თაობაზე. პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის სახელით განაცხადა დათმობის შესახებ – რომ მმართველი პარტია თავის კანდიდატებს არ დააყენებს იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც გამარჯვების შანსის მქონე ოპოზიციონერები იყრიან კენჭს. გამონაკლისს წარმოადგენენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრები და მათი თანამოაზრეები.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ TV Pirveli-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მწარე სიცილს იწვევს. „ასეთი ღია განცხადება, რომ ვინც გაიყიდება, ვინც დაარღვევს ერთიანობას, დავეხმარებით პარლამენტში ორი-სამი კაცის შეყვანაშიო, მწარე სიცილს იწვევს. რა აკეთებთ? ასე შეიძლება ხალხის დაცინვა?!" – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ახალგაზრდობა არ შეწყვეტს საპროტესტო მოძრაობას, რომელიც 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე უკვე 2020 წლისთვის გადასვლასთან დაკავშირებით შესწორებები ჩააგდო.

ჩვენ, პარტიები რომც შევიშალოთ და უარი ვთქვათ სინდისზე, ახალგაზრდობა არ გაჩერდება. იმედი მაქვს, რომ პარტიებს ეყოფათ გონიერება, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, რომელიც ასე აღიზიანებს ზოგიერთს, აღნიშნა ბურჯანაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია მმართველი პარტიისგან რეალურ დათმობას ელოდებოდა.

„სამწუხაროა, რომ სახეზეა დიქტატორული რეჟიმის სიმპტომები. ისინი ვერ ფლობენ სიტუაციას ქვეყანაში, არ უწევენ ანგარიშს საზოგადოების მოთხოვნას და ცდილობენ თავის სამყაროში იცხოვრონ. საზოგადოების ნაწილს, ვისაც კიდევ იმედი ჰქონდა, რომ „ქართული ოცნებიდან" იქნებოდა გარკვეული დათმობები და მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდოდა სიტუაცია, ეს იმედიც გაუცრუვდა", – განაცხადა ბეჟაშვილმა „რუსთავი2"-ის ეთერში.

„ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, თავის მხრივ, თავის ყოფილ თანამებრძოლებს რჩევა მისცა.

„ეს არ არის უვადო ნდობის მანდატი და ძალაუფლებით ტკბობამ ისე არ უნდა გაგიტაცოს, რომ დაკარგო განცდა რეალობის. დღეს, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი გიპირისპირდება და არ მოსწონს რასაც აკეთებ, კეთილი უნდა ინებო და ასეთი ტონით კი არ უნდა ილაპარაკო – „თემა დახურულია", უნდა მონახო გამოსავალი და კონსესუსის გზა", – განაცხადა პარტიის „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ.

კალაძის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე 20 პარტიის სახელით განცხადება გააკეთა „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერებმა თანხმობა განაცხადეს არჩევნებზე, მათ შორის, მაჟორიტარული სისტემით, მაგრამ „გერმანული მოდელით“, რომელიც არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემით ითვალისწინებს. ეს, მათი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოითხოვს, თუმცა ხელისუფლება საწინააღმდეგოზე საუბრობს.

„დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მზად არის იმისთვის, რომ ინიცირებული იყოს პარლამენტში და მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ 76 ხმა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის გამოსავალი და გზა იმისთვის, რომ საქართველომ გადალახოს კრიზისი", – განაცხადა ვაშაძემ.

სხდომა „ქართული ოცნების" ოფისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს>>

ხელისუფლებამ ზაფხულში პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. მაგრამ ბოლო მომენტში მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადაიფიქრეს და საკონსტიტუციო შესწორებები ჩააგდეს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხელისუფლების პირობა სხვა არაფერი იყო, თუ არა სიცრუე, ახლა კი მათ მაჟორიტარების მონაწილეობით სპექტაკლი გამართეს.

დღეს 19:00 საათზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს. აპირებს პარლამენტის შესასვლელებთან ტერიტორიის დაკავებას და ხვალ დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები