11:40 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი: „პატრიოტთა ალიანსი“ ბოროტებთან შეთანხმებას არ აპირებს

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (158)
130 0 0

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, „პატრიოტთა ალიანსი“ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და აქციების რეჟიმზე გადადის.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებში ვმოქმედებთ ცალკე, დამოუკიდებლად და არანაირ შეთანხმებას არ ვაპირებთ ბოროტებთან, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ვამბობთ: მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში ვმოქმედებთ მარტო და დამოუკიდებლად. ჩვენ ბოროტებთან არანაირ შეთანხმებას არ ვაპირებთ, სამართლიანობა ბოროტებთან შეთანხმებით ვერ მიიღწევა“, — განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ გაიმარჯვებს, ისინი უმოკლეს ვადებში შეცვლიან საარჩევნო სისტემას და „არჩევნები გახდება სამართლიანი და თავისუფალი“. 

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, „პატრიოტთა ალიანსი“ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და აქციების რეჟიმზე გადადის. ინაშვილის თქმით, მისი პარტია 30 ნოემბერს, 18:00 საათზე სპორტის სასახლეში შეიკრიბება, სადაც დამნაშავეების დასჯასა და „ქვეყანაში სპექტაკლების დამთავრებას მოითხოვენ“.

„არსებობს ყოფილი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის საჯარო განცხადებები, რომ წინა რეჟიმის მთავარ ფიგურანტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისთვის ყველა მტკიცებულება არსებობს. მინდა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოვუწოდო, დაამთავრეთ ეს პოლიტიკური სპექტაკლები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ნაცვლიშვილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულები ჩამოთვალა. მაგალითად, მისი თქმით, პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით ბაქრაძემ 261 ათასი გირვანქა სტერლინგი ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში გადამალა, ხოლო გიგა ბოკერიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, სარეზერვო ფონდიდან ათობით მილიონი ლარი გაფლანგა.  

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (158)

მთავარი თემები