„თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაგიჟდა“ - ნინო ბურჯანაძე „გირჩის“ ინიციატივაზე

© Sputnik / STRINGERნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მიტინგზე
ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის მიტინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დღევანდელ ინიციატივას, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრამდე გაჟღერდა

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე სამართლიანს უწოდებს ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გარანტიას იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ გადავა.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში „მოსკოვის ხელი" არ ურევია >>

„გირჩის“ ახალი ინიაციატივა გაჟღერდა ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის წინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში.

ბურჯანაძის განცხადებით, ის მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შანსს ვერ ხედავს.

„რატომ ვაშინებთ ხალხს და რატომ ვეუბნებით, რომ არის შანსი, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მე ამის შანსს ვერ ვხედავ, თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაგიჟდა, არ გადადგა ჭკუიდან და 55-მა პროცენტმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცა ხმა. თუ ახლა გაგიჟდა საქართველოს მოსახლეობის 55 პროცენტი, მაშინ დანარჩენმა 45-მა ვიფიქროთ ან თავს რა ვუშველოთ და ან ქვეყანას. ჯერ ერთი, რატომ უნდა ვენდოთ გამარჯვებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთი რომც მოხდეს. აქ არანაირი გარანტიები არ იმუშავებს, გარანტია იქნება ერთადერთი ის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც გამორიცხავს ნებისმიერი პარტიის ერთმმართველობას, მათ შორის „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“, „ერთიანი საქართველოსი“ და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის“, – აღნიშნა ბურჯანაძემ. 
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: არასდროს დავეხმარები „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაში

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. 17 ნოემბრიდან პარლამენტის შესასვლელებთან დადგეს კარვები და მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში არ უშვებდნენ.

ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ისინიც, ვინც ერთმანეთს „ღიად მტრობდნენ", ქუჩაში ერთად გამოვიდნენ.

მომიტინგეების დაშლის შემდეგ 18 ნოემბერს 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია კონსულტაციისთვის შეიკრიბა, რათა შემდგომი მოქმედებები შეეთანხმებინა. გადაწყდა, რომ განაგრძონ საპროტესტო მოძრაობა, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

„გირჩი“: ძალოვანი უწყებები არ უნდა აღმოჩნდეს „ნაცმოძრაობის“ ხელში >>

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. მოგვიანებით ოპოზიციამ დააზუსტა, რომ თანახმაა არჩევნების ე.წ. „გერმანულ მოდელზე", რომელსაც არ სჭირდება შესწორებები კონსტიტუციაში, თუმცა ხელისუფლება ამის საპირისპიროზე საუბრობს.

ეს მოდელი მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემის შედეგებით ითვალისწინებს. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, 77-ს კი - პარტიული სიებით.

ყველა ახალი ამბავი
0