11:35 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466

ზინაიდა გრეჩანი: დსთ–სთან და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან აქტიური თანამშრომლობა გვსურს

Sputnik
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (763)
53 0 0

მოლდავეთს შეუძლია დსთ–ში თავის საგარეო პარტნიორებსა და მეგობრებს შესთავაზოს ინვესტიციების დაცვა, წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა და ახალი მთავრობის კეთილგანწყობა, აღნიშნა მან

 

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. მოლდავეთის პარლამენტის თავმჯდომარე ზინაიდა გრეჩანი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკა მზადაა დსთ–ისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, ვინაიდან საერთო პროექტების რეალიზებისა და თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ხედავს.

გრეჩანი მოლდავეთის დელეგაციასთან ერთად  სანკტ–პეტერბურგს სტუმრობს, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ–სახელმწიფოთა პარლამენტთაშორისი ასამბლეა იმართება. პარასკევს მან მონაწილეობა მიიღო ასამბლეის 50–ე საიუბილეო სხდომაში. 

 „ჩვენ დაინტერესებული ვართ უფრო აქტიური თანამშრომლობით თანამეგობრობის, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, სადაც მოლდავეთმა 2018 წელს დამკვირვებლის სტატუსი მიიღო. ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ შიდა სამეწარმეო კოოპერაციული, ტექნოლოგიური კავშირების განვითარებაში, სხვადასხვა სფეროში დსთ–ის ქვეყნების ერთობლივი პროექტების რეალიზებაში“, – დაწერა გრეჩანიმ თავის Facebook-გვერდზე  სხდომის შემდეგ.

მოლდავეთის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, არსებობს სხვადასხვა სფეროში მოლდავეთის, დსთ–ისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის „ერთობლივი პროექტების განვითარების დიდი პოტენციალი“. გრეჩანიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა დაუბრუნდა „პრაგმატულ, წინასწარ განსაზღვრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას“. რესპუბლიკა აპირებს ადრე გაფორმებული ყველა საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

12 ნოემბერს მოლდავეთის პარლამენტმა დაითხოვა მაია სანდუს მთავრობა. 13 ნოემბერს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე აპირებდა ფინანსთა ექს–მინისტრისა და თავისი მრჩეველის, იონა კიკუს კანდიდატურის წამოყენებას. მას უნდა შეექმნა „ტექნოკრატების მინორიტარული მთავრობა“. თავად კიკუმ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტი იმუშავებს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2020 წლის შემოდგომის მეორე ნახევარშია დანიშნული. 14 ნოემბერს პარლამენტმა მოიწონა ახალი მთავრობის შემადგენლობა პრემიერ კიკუს ხელმძღვანელობით.

თემები:
მსოფლიო დღეს (763)

მთავარი თემები