მოლდავეთის პრეზიდენტი მომიტინგეთა მოთხოვნის საფუძველზე გადადგომას არ აპირებს

© photo: Sputnik / Руслан Шалапуда / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქციები კიშინიოვში
საპროტესტო აქციები კიშინიოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიშინიოვში კვირას საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელშიც სამოქალაქო პლატფორმა "DA"–ს (Demnitate si adevar – „ღირსება და სიმართლე“) და პარტია „მოლდოვა — ჩვენი სახლის" („წითელი ბლოკი“) წევრები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მოლდავეთის პრეზიდენტი ნიკოლაი ტიმოფტი არ გაითვალისწინებს კიშინიოვის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნას და არ გადადგება, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის გენერალურმა მდივანმა იონ პედურარუმ. 

კიშინიოვში კვირას საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელშიც სამოქალაქო პლატფორმა "DA"–ს (Demnitate si adevar – „ღირსება და სიმართლე“) და პარტია „მოლდოვა — ჩვენი სახლის“ („წითელი ბლოკი“) წევრები და მხარდამჭერები  მონაწილეობდნენ. "DA"–ს წარმომადგენლებმა მთავრობის სახლის წინ ჩაატარეს მიტინგი. შსს–ს მონაცემებით, აქციაში 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ მოედანზე 100 ათასი კაცი იყო გამოსული. 

პლატფორმა "DA"–ს საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დიდი ეროვნული კრების მოედანზე „კარვის ქალაქი“ გაშალეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან პრეზიდენტის, მთავრობისა და გენერალური პროკურორის გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას ითხოვენ.  

„ეს მოთხოვნა (პრეზიდენტის გადადგომა) მომიტინგეებს ერთ ღამეში დაებადათ და ამ აქციის ლაიტმოტივად იქცა. მაგრამ ამ პირობებში პრეზიდენტის გადადგომა ქვეყნის ინტერესებში არ შედის და ტიმოფტი არ გადადგება“, — ციტირებს კიშინიოვური გამოცემა Ziarul National პედურარუს. 

ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ფიქრობს მომიტინგეთა წინადადებაზე, გავიდეს დიდი ეროვნული კრების მოედანზე. „ასეთი გადაწყვეტილება მომენტალურად არ მიიღება. ის (პრეზიდენტი) ამის თაობაზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს“, — განაცხადა პედურარუმ. 

აქციის ორგანიზატორთა საკონტაქტო ჯგუფმა ორშაბათს ვერ მოახერხა პრემიერ–მინისტრ ვალერი სტრელეცთან შეხვედრა. მანამდე წყარო იტყობინებოდა, რომ სტრელეცი პრეზიდენტის აგარაკზე გაემგზავრა,  სადაც ქვეყნის მეთაურთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განიხილა მომიტინგეთა მოთხოვნები და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0