მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთი არ აპირებს, უარი თქვას რუსულ C-400-ზე: მინისტრის განცხადება

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშისაჰაერო თავდაცვის რუსული კომპლექსი c-400
საჰაერო თავდაცვის რუსული კომპლექსი c-400 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქი მინისტრის თქმით, თურქეთი ამუშავებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ის და ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებლების F-35-ის ურთიერთქმედების საკითხსაც.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ანკარა არ აპირებს გადახედოს რუსეთთან გაფორმებულ კონტრაქტს სარაკეტო კომპლექს С-400-ის შესყიდვებთან დაკავშირებით, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, იუწყება სააგენტო Anadolu.

მინისტრის თქმით, С-400-ების თურქეთის ტერიტორიაზე განთავსებისა და სამხედრო სპეციალისტების მომზადების პროცესი გრძელდება.

„ეს კომპლექსები საბრძოლო პოზიციებზე გამოვა. ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დაე, არავის შეეპაროს ამაში ეჭვი“, — აღნიშნა აკარმა.

მინისტრის თქმით, გარდა ამისა, თურქეთი ამუშავებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ის და ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებლების F-35-ის ურთიერთქმედების საკითხსაც. 

С-400  - Sputnik საქართველო
მათრახი თაფლაკვერის გარეშე: ექსპერტის მოსაზრება С-400-ზე, აშშ-სა და თურქეთზე ზეწოლაზე

როგორც ჰულუსი აკარი ირწმუნება, თურქეთი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და გადაწყვეტილებების მიღებისას სხვა ქვეყნების პოზიციებს არ ითვალისწინებს.

„ჩვენ ვამუშავებთ F-35-ის და С-400-ის თავსებადობის საკითხს. იმედი მაქვს, რომ ეს ძალისხმევა დადებით შედეგებს მოიტანს. ანკარა არ იტყვის უარს ერთზე მეორის სასარგებლოდ. თუ რუსული კომპლექსები F-35-ის პარალელურად ვერ იმუშავებს, ჩვენ მოქმედების მაქსიმალურად მოხერხებულ ფორმას მოვძებნით“, — ციტირებს სააგენტო Anadolu მინისტრს.

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო. თურქეთში აცხადებდნენ, რომ С-400-ის სისტემები 2020 წლის აპრილიდან ამოქმედდებოდა. ვაშინგტონი ითხოვს გარიგებაზე უარის თქმას და თურქეთს მათ სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის შეძენას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების შეჩერებით, ასევე სანქციების დაწესებით იმუქრება. ანკარამ დათმობაზე უარი განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0