მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მათრახი თაფლაკვერის გარეშე: ექსპერტის მოსაზრება С-400-ზე, აშშ-სა და თურქეთზე ზეწოლაზე

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიС-400
С-400  - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეერთებულმა შტატებმა თურქეთს შესთავაზა, „გაანადგუროს, დააბრუნოს ან თავიდან მოიშოროს“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400. დათანხმდება თუ არა ანკარა შეთავაზებას, ამის თაობაზე რადიო Sputnik-ის ეთერით სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინ სივკოვი მსჯელობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურქეთი უნდა გათავისუფლდეს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისგან С-400. მისი თქმით, „С-400-ის მიწოდება მიუღებელია, ისინი სანქციებს რისკის ქვეშ აყენებს. თუმცა, [სანქციების დაწესების] დრო, CAATSA-ს კანონით, განუსაზღვრელი და არაზუსტია. კიდევ დიდხანს შეიძლება იმაზე საუბარი, სად დაწესდება სანქციები, როგორი იქნება თურქეთისთვის დადებული სანქციების არეალი და სიღრმე“.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-400 - Sputnik საქართველო
„ძალიან რთული ამოცანა“ – ერდოღანი C-400-ის საკითხში თურქეთის სუვერენულ უფლებას იცავს

მაღალჩინოსნის განცხადებით:

„თურქეთს შეუძლია თავისუფლად მანევრირება მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. მათ იციან - ყველაფერი რომ გამოუვიდეთ, უნდა გაანადგურონ, დააბრუნონ ან როგორღაც მოიშორონ თავიდან С-400. ამავე დროს, ჩვენ არ მოგვიჭრია მათთვის გზა – შეიძინონ Patriot-ის სისტემები, რომლებიც შეესაბამება მათი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოთხოვნებს“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ვიზიტის დროს იმედი გამოთქვა, რომ С-400-ის შეძენასთან დაკავშირებული ვითარება მოგვარდება. 

სარაკეტო-საარტილერიო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ კონსტანტინ სივკოვს მიაჩნია, რომ ასეთი ზეწოლის გამო ვაშინგტონმა შეიძლება „დაკარგოს თურქეთი“.

„თურქეთმა შეიარაღების სისტემების დივერსიფიკაციის კურსი იმისთვის აირჩია, რომ მთლიანად აშშ-ზე არ იყოს დამოკიდებული. თურქეთი იარაღს არ აწარმოებს, 

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-400 - Sputnik საქართველო
„სერიოზული გამოწვევა“: აშშ-ის და თურქეთის ლიდერები C-400-ის საკითხს გადაჭრიან
გერმანული ტანკები, რომლებიც მას ჰყავს, მოძველდა, ახლებს კი არ აძლევენ. თურქები არ ენდობიან არც ნატოს, არც ევროპას, ამიტომ იძულებული არიან, დივერსიფიკაციის გზა აირჩიონ. ეს (აშშ-ის ზეწოლა თურქეთზე - რედ.) შესაძლოა იმით დასრულდეს, რომ ზეწოლის გაძლიერების შედეგად ნატო თურქეთს საერთოდ დაკარგავს“, — განაცხადა კონსტანტინ სივკოვმა.

ამასთანავე, მისი თქმით, ნატო და აშშ დაინტერესებული არიან თურქეთით, მათ შორის, მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო.

„თურქეთი კი არ არის დამოკიდებული აშშ-ზე, ეს შეერთებული შტატებია დამოკიდებული თურქეთზე. თურქეთს შეუძლია გააძევოს აშშ „ინჯირლიკიდან“ და სხვა ბაზებიდან და საერთოდ გავიდეს ნატოდან. ამ შემთხვევაში ნატო კარგავს სამხრეთის ფლანგს და შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ისრაელის ნაპირებამდე დაიხიოს. ხოლო იარაღის მიწოდების საკითხში თურქეთმა შესაძლოა არჩევანი რუსეთზე შეაჩეროს. აშშ ფსონს დებს მათრახზე — თაფლაკვერის გარეშე. თურქეთი კი ის ქვეყანა არ არის, რომლის დაბრიყვებაც შეიძლება“, — ამბობს სივკოვი.

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო. თურქეთში აცხადებენ, რომ С-400-ის სისტემები 2020 წლის აპრილიდან დაინერგება. ვაშინგტონი ითხოვს გარიგების ჩაშლას და თურქეთს მათ სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის შეძენას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების შეჩერებითა და ასევე სანქციების დაწესებით იმუქრება. ანკარა დათმობაზე უარს აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0