რა ხდება პარლამენტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliმიტინგის დაშლა
მიტინგის დაშლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის მთლიანად სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. შენობაში უკვე შედიან დეპუტატები.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია და დეპუტატებმა უკვე დაიწყეს შენობაში შესვლა. 

როგორც ცნობილია, დაგეგმილია პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომა, თუმცა, მასმედიის ინფორმაციით, ჟურნალისტებს შენობაში ჯერ არ უშვებენ. 

სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
სპეცრაზმი პარლამენტთან მიტინგს შლის: წუთობრივად განახლებადი რეპორტაჟი ადგილიდან

ამ წუთებში პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. აქ არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – გრიგოლ ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი და ნიკა მელია, „ევროპული საქართველოდან“ – ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა, „რესპუბლიკელებიდან – ხათუნა სამნიძე.

„ერთიანი საქართველო - დემპოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც მანამდე მხარს უჭერდა პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს, არსებული ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს ხვდება.

მანამდე მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და ბიძინა ივანიშვილს მიმართა: 

„კითხვით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ის, რაც თქვენ დღეს გააკეთეთ – ეს პოლიტიკური თვითმკვლელობაა. გეკითხებით, ვინ გაძლევთ ასეთ რჩევებს?!“

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის მთლიანად სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას დაკავების შესახებ. შსს-ს განცხადებით, რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხვდებიან. როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვიულმა განუცხადა ჟურნალისტებს, ელჩებთან შეხვედრა სამი დღის წინ დაიგეგმა.

„მე დღეს მათ ხელისუფლების მაგივრად მოვუხდი ბოდიშს იმის გამო, რაც მათ ბიძინა ივანიშვილმა აკადრა“, – ციტირებს „ინტერპრესნიუსი“ დავით უსუფაშვილს. 

ამ წუთებში შედარებით სიმშვიდეა რუსთაველის გამზირზე. სპეცრაზმი მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ წინ მანქანის სავალ ნაწილზე დგას. რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ქალებმა, სცადეს მათი ხაზის წინ მჯდომარე აქცია მოეწყოთ, თუმცა პოლიციამ ისინი ხელით გადაიყვანა ტროტუარზე. 

პოლიცია სთხოვს მასმედიის წარმომადგენლებს, გადავიდნენ სამანქანე გზიდან, ვინაიდან გამზირზე საავტომობილო მოძრაობის გახსნას აპირებენ.

ოპოზიციის ლიდერები კვლავ დგანან პარლამენტის შენობის წინ ტროტუარზე და სტიქიურად ცდილობენ მიტინგის წამოწყებას. ადგილზე დაახლოებით ორასამდე მათი მომხრეა. 

„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რუსეთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

ყველა ახალი ამბავი
0