15:42 27 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
11911

ამ დროისათვის პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელ−გასასვლელი ბლოკირებულია, შენობა კარვების ქალაქითაა გარშემორტყმული. ანთია კოცონები და ისმის მუსიკა — ადგილზე მორიგე ჯგუფები რჩებიან.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მიტინგი დამთავრდა, პარლამენტის წინ მცირე რაოდენობის ადმიანები არიან დარჩენილები. 

ამ დროისათვის პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელ−გასასვლელი ბლოკირებულია, შენობა კარვების ქალაქითაა გარშემორტყმული. ანთია კოცონები და ისმის მუსიკა — ადგილზე მორიგე ჯგუფები რჩებიან.

„რუსთაველი იქნება გადაკეტილი. ჩენ არ ვაპირებთ დაშლას, მოვაწყობთ პარლამენტის შენობის პიკეტს და გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას“, — განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“  ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, რომლებიც ორგანიზატორებმა გაახმოვანეს, უცვლელი რჩება: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის პირობებში არჩევნების ჩატარება და ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება.

მიტინგი ხვალ გაგრძელდება, საღამოს 7 საათზე.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)

მთავარი თემები