თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მიტინგი დამთავრდა, პარლამენტის წინ მცირე რაოდენობის ადმიანები არიან დარჩენილები.
ამ დროისათვის პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელ−გასასვლელი ბლოკირებულია, შენობა კარვების ქალაქითაა გარშემორტყმული. ანთია კოცონები და ისმის მუსიკა — ადგილზე მორიგე ჯგუფები რჩებიან.
„რუსთაველი იქნება გადაკეტილი. ჩენ არ ვაპირებთ დაშლას, მოვაწყობთ პარლამენტის შენობის პიკეტს და გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას“, — განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, რომლებიც ორგანიზატორებმა გაახმოვანეს, უცვლელი რჩება: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის პირობებში არჩევნების ჩატარება და ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
მიტინგი ხვალ გაგრძელდება, საღამოს 7 საათზე.