ვოლსკი: „სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს“

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების მიერ მართველი გუნდისთვის შეთავაზებული ინიციატივები არ შეესაბამება კონსტიტუციას, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გიორგი ვოლსკის.

საქართველოს პარლამენტთან კვირას 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მოიყარეს თავი, რათა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ჩაგდება გააპროტესტონ, რაც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ირმა ინაშვილი: ნუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოხდება მისი გადაწყვეტილების შეცვლა>>

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

აჭარის მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო
თბილისში აგორებულ საპროტესტო ტალღას ბათუმშიც გამოეხმაურნენ

„მე მგონია, რომ იმ ადამიანებს საკმაოდ ცოდნა აქვთ იმისა, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ ის შემოთავაზებები არ შეესაბამება კონსტიტუციას და რეგლამენტს“, - უპასუხა   გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და განიხილოს ინიციატივები, რომელთაც ოპოზიციური პარტიები აყენებენ.

გიორგი ვოლსკის თქმით, პიკეტირება ეს არის ამ ადამიანების პოლიტიკის შინაარსის გამოხატულება, რომ მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც  უპირისპირდება და რაც მთავარია, სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.

დღეს აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იწყებენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. კერძოდ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, „არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია“.

„სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ასე რომ, სამუშაო ბევრია. ბიუჯეტი გვაქვს სულაც დასამტკიცებელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„ეს მიზანი, „ნაცმოძრაობას“ რაც ჰქონდა, რომელიც ლიდერია დღეს ამ საპროტესტო აქციებში, გარკვეულწილად  განხორციელდა, რომ საზოგადოებაში გადავიდა დაპირისპირების მუხტი“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

მრავალათასიანი კოლონები პარლამენტისკენ მიდიან: როგორ დაიწყო ოპოზიციის მიტინგი - ვიდეო - Sputnik საქართველო
მრავალათასიანი კოლონები პარლამენტისკენ მიდიან: როგორ დაიწყო ოპოზიციის მიტინგი - ვიდეო

რაც შეეხება ქვეყანაში მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემას, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სწორედ  ამ საარჩევნო სისტემით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ უკიდურესად რეპრესიული სისტემის მმართველობის პირობებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, 14 ნოემბერს გაირკვა, რომ ბევრი მაჟორიტარი ცვლილებების წინააღმდეგია. ორდღიანი მოლაპარაკების განმავლობაში მათი გადარწმუნება ვერ მოხერხდა.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს.

ყველა ახალი ამბავი
0